კლუბის კონცეფცია

სალაპარაკო რუსული ენის კლუბი „ფენიქსი“
კლუბის კონცეპცია
            რუსული ენის შესწავლა საინტერესოა არა მხოლოდ თვითგანვითარების, არამედ ჭეშმარიტად აუცილებელია წარმატებული კარიერის დაწყებისათვის, საინტერესო მოგზაურობებისათვისა და ინფორმაციის სწორი შეფასებისათვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსული ენა თანამდებობის მქონე პირებისათვის, რაც ეხმარება მათ საქმიანი კონტაქტებისა და ინფორმაციის წყაროების გაფართოებაში. უცხოური ენის ცოდნის გარეშე დღეისათვის პრობლემატურია არა თუ კარგი სამსახურის პოვნა თუ  ბიზნესის სამართლებრივი წარმართვა, არამედ ელემენტარული ურთიერთობა ინტერნეტით - „привет – пока“ - მოითხოვს უცხოური ენის ელემენტარულ ცოდნას. ყველა, ვინც ყოფილა საზღვარგარეთ, გამოუცდია უმწეობის გრძნობა, როდესაც თითქოს და იცი სიტყვები, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობ. ან სხვა სიტუაცია, როდესაც შენ ლაპარაკობ და ვერავინ ვერ გიგებს ..
            სამწუხაროდ უცხოური ენის ტრადიციული სწავლება დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ სასურველ შედეგს არ იძლევა. ამიტომაცაა, რომ პოპულარობით სარგებლობს მეთოდიკა, რომელიც აერთიანებს სწავლის პროცესსა და გასართობს, სიტყვებს და შემოქმედებას
სალაპარაკო რუსულის კლუბში უნიკალური შესაძლებლობაა თქვენი სასაუბრო უნარ-ჩვევების შენარჩუნება და განვითარება.   კლუბი  გთავაზობთ ენობრივ პრაქტიკას, იმ საკითხებზე რაც   საინტერესოა თქვენთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა:
• შიდა ბარიერის გადალახვისა და საუბარის;
• თანამედროვე რუსული ენის ჩამოყალიბებისა (და ეს არ არის ძველი ენა, რომელიც სკოლაში ისწავლება);
• შეავსოთ თქვენი ლექსიკა;
• დაიწყოთ აზროვნება რუსულ ენაზე (რეგულარული ინტენსიური კომუნიკაცია მხოლოდ რუსული სიტყვების გამოყენებით, არ დაგიტოვებთ არჩევანს).
ჩვენი შეხვედრები მიზნად ისახავს   სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას  - კითხვის, მოსმენის, გრამატიკის, გამოთქმისა და ა.შ.
მთავარია გქონდეთ  დრო და სურვილი!

კლუბის მიზანი:
1.       მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართვა;
2.       სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
3.       რუსული ენის  გაგების დონის ამაღლება;
4.       სიტყვათა მარაგის გაზრდა;
5.       ენობრივი ბარიერის გადალახვა და მეტყველების გაუმჯობესება;
კლუბის ამოცანა:
1.      გუნდური მუშაობის უნარის  განვითარება;
2.      კრეატიული აზროვნების უნარის  განვითარება;
3.      დროის მართვა და ორგანიზებულობა;
4.      კომუნიკაციის უნარის  განვითარება;
მოსალოდნელი შედეგი:
1.      წარმატებული გახდება ცხოვრებაში, ენის მატარებელთან თავისუფალი კომუნიკაციის შედეგად;
2.      გააუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას;
3.      აიმაღლებს პასუხისმგებლობის ხარისხს.
სამიზნე ჯგუფი: 7-10 კლასის მოსწავლეები

რაოდენობა: მინიმუმი -7; მაქსიმუმი - 20

Комментарии